LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი

679
2025-03-26_23-01-54_467446

ცნობილი ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი [დანტესი], რომლის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით 16 წლის მარიამ კოხრეიძეს თურქეთში მნიშვნელოვანი ოპერაცია გაუკეთდა, სოციალურ ქსელში ახალ სასიხარულო კადრებს ავრცელებს.

როგორც მედეა იობაშვილი ვიდეოში საუბრობს, მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის.

„კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში.
მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში.
რა ვქნა მეგობრებო, უკვე იმდენი მაგარი სიახლე გვაქვს ყველაფრის გადაღებას და ატვირთვას ვეღარც კი ვასწრებ“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.

„მარიამმა მისი „ახალი სახე“ დაინახა…და აი ის რასაც ყველა ველოდებოდით.
მისი ემოციები ამ ყველაფერზე“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან სასიხარულო ამბავი შეიტყო – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ყბის განვითარების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უჭირ­და, სტამბოლში, თურქმა ექიმმა, ალთან ვაროლმა ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა – მა­რი­ამს ორი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, მას ყბა გა­უხ­სნეს და პრო­თე­ზე­ბი გა­უ­კე­თეს.

მარიამი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის [დანტესის] მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით გაემგზავრა მარიამი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში.

საზოგადოებამ ამ ამბის კიდევ ერთი გმირი გაიცნო – მედეა იობაშვილი, პროფესორ ალთან ვაროლის კოორდინატორი-თარჯიმანი, რომელსაც მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.

„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

ვიდეო: „მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში. ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი და შეგიძლიათ წახვიდეთო“ – რა კადრებს გვიზიარებს „დანტესი“

ვიდეო: „რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო“ – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რას ჰყვება დავით ოქროპილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g