რუსი ტელეწამყვანი და პაროდისტი მაქსიმ გალკინი უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ გალკინი instagram-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და განმარტავს, რომ ისრაელში ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხით უკრაინელებს დაეხმარება.
ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მაქსიმ გალკინმა და მისმა მეუღლე ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს.
“მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო” – რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი