63 წლის მსახიობს, ტომ ჰენკსსა და მის მეუღლე, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. მსახიობებმა სახლი იქირავეს და გარკვეული პერიოდით თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემს მეუღლეს განმარტოვება გვეღირსა" - ტომ ჰენკსი კარანტინიდან ფოტოს ავრცელებს
„გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ კორონავირუსი გვაქვს და ავსტრალიაში, კარანტინში ვიმყოფებით, სადაც შესანიშნავად გვივლიან"
სულ ცოტა ხნის წინ, რიტა უილსონმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, მსახიობი ვიდეოში რეპავს.
„ღმერთო ჩემო, რიტა, მიყვარხარ“, – წერს კომენტარებში კრის ჯენერი.
„საუკეთესო ვიდეო, რაც კი ოდესმე მინახავს“ – წერს კიმ კარდაშიანი.
ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.