LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლედი გაგამ ფანებს მომავალი დისკის ორი სიმღერის ნაწყვეტი მოასმენინა

165
618185

ლედი გაგა ოლიმპიური თამაშების საპატიო სტუმარია. ის პირველი არტისტი გახლდათ, ვინც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მუსიკალური ნომრით გამოვიდა. მუსიკოსის პარიზში ვიზიტი მისი გულშემატკივრებისთვის, უდავოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მან ,,სიყვარულის ქალაქში” მაიკლ პოლანსკი საქმროდ წარადგინა, ერთ-ერთ საღამოზე ფანებს სიურპრიზიც მოუწყო.

ვიდეო: ლედი გაგა თხოვდება – მომღერალი დაინიშნა

ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ 38 წლის შემსრულებელმა, ყველასთვის მოულოდნელად, სასტუმროს წინ შეკრებილ მსმენელს, მომავალი დისკიდან ორი სიმღერის ნაწყვეტი მოასმენინა.

ჯერჯერობით კომპოზიციების შესახებ, ცნობილი ბევრი არაფერია. ასევე უცნობია, როდის გამოუშვებს მუსიკოსი მეშვიდე სტუდიურ ალბომს, რომლის რელიზის შესახებ მან საკონცერტო ფილმის – Gaga Chromatica Ball პრემიერისას გაამხილა.

ვიდეო: ,,გაგა ბრუნდება” – ლედი გაგამ ახალი დისკი დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები