2 იანვარს, ბედობის დღესასწაულზე ლელა წურწუმიამ ბენდთან ერთად „მონოჰოლში“ წინასწარ დაანონსებული საქველმოქმედო ხასიათის კონცერტი ჩაატარა.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
რასაკვირველია, შესრულდა ყველა ის ჰიტი, რომლებსაც მსმენელი მომღერლისგან ელოდებოდა.
ვიდეოები კონცერტიდან კახა მამულაშვილმა გამოაქვეყნა და კონცერტის შემდგომ შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:
„ჩემო მეგობრებო❤️❤️❤️
დიდი მადლობა, ძალიან მაგარი და ბევრი ემოციით დატვირთული საღამო გამოვიდა, რაც მთვარია, საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა.
ბედობა მონოჰოლში შედგა, როგორც ყოველთვის და ეს თქვენი დამსახურებააა.
მომავალ შეხვედრამდე.
მადლობა ლელას და ჩემს უმაგრესს მუსიკოსებს…“