LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლორინ ჰილი პირველი ქალი გახდა, რომლის ალბომმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა

189
page

ლეგენდარული ჯგუფის The Fugees ლიდერი, ლორინ ჰილი პირველი ქალი გახდა, რომლის ალბომმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. მისი ნამუშევრის გაყიდვებმა 10 მილიონს გადააჭარბა. არტისტის სოლო ჩანაწერმა, The Miseducation Of Lauryn Hill ასეთ წარმატებას გამოსვლიდან 22 წელიწადში მიაღწია.

8 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ლორინ ჰილი ჰიპ-ჰოპის მეხუთე წარმომადგენელია, რომელმაც მსგავსი წარმატება მოიპოვა. მანამდე ბრილიანტის სტატუსს მხოლოდ ემინემის The Marshall Mathers LP და The Eminem Show, Betsy Boys-ის Licensed To Ill, თუფაქის All Eyez On Me და OutKast-ის Speakerboxxx/The Love Below ფლობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები