თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, ალექსანდრე ამისულაშვილი 20 აგვისტოს იუბილარია.
ყოფილ ფეხბურთელს 43 წელი შეუსრულდა.
ალექსანდრე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
მან ერთ-ერთი პირველი მილოცვა მეუღლისგან, დიზაინერ ნინი ზარქუასგან მიიღო.
„უბედნიერესი დაბადების დღე ჩემო სიყვარულო! მა სი მიორქ, აგერ უკვე 20 წელია…“, – წერს ნინი და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებს.
„გილოცავთ, ბედნიერება და ბევრი სიხარული შენთან ერთად“,
„როგორი სილამაზეა“, – წერენ სოციალურ ქსელში.