LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მადლობა ახლა უკვე რაჭიდან, სადაც დათუნია ჯანმრთელად და ბედნიერად დასახლდა“ – ბლოგერი ნანა აროშიძე ახალშობილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

2250
ნანა აროშიძე

ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და თბილისიდან მაღალმთიან რაჭაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა, რამდენიმე დღის წინ დედა გახდა.

„ქალაქში ორჯერ ჩამოვიდა – ერთხელ მანქანის საყიდლად და მეორედ ჩემს ცოლად მოსაყვანად“ – ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

წყვილს ბიჭი შეეძინა.

ვიდეო: „და, ჩვენ შევხვდით…“ – ბლოგერი ნანა აროშიძე დედა გახდა | რა დაარქვეს პატარას

პატარა დავითი და მისი დედიკო კლინიკიდან უკვე გაწერეს და ბლოგერი, შვილთან ერთად ახლა უკვე რაჭიდან უზიარებს უსაყვარლეს კადრებს გამომწერებს.

„28 კვირის ორსული ვიყავი, მამუკა ექიმი რომ გავიცანი. მასთან მომიწია მკურნალობა, რადგან ნაადრევი მშობიარობის რისკი მქონდა და ჩემმა მეან-გინეკოლოგმა, მერი ხორავამ, მამუკა ექიმთან გამაგზავნა, როგორც მაღალი რისკის ორსულების ექსპერტთან საქართველოში.

ორი დღით გამაჩერეს კლინიკაში და შემდეგ უკვე სახლში გავაგრძელე მკურნალობა. საბედნიეროდ, და ჩემი ძვირფასი ექიმების დახმარებით, დათუნია 38 კვირამდე გაჩერდა მუცელში და დროულად მოევლინა ქვეყანას

ვიმშობიარე ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში, ისევ მამუკა ექიმის დახმარებით, რომელზეც ორი სიტყვა უნდა გითხრათ:

მამუკა ნემსაძე საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია, პროფესორი, 33 წლიან გამოცდილებას მეან-გინეკოლოგიაში ახლა თავის ცოდნას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უზიარებს.

კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, ძალიან გამიმართლა, რომ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში აგვისტოში, ჩემს მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, სამშობიარო ბლოკი გაიხსნა და ამ ბლოკის ექიმები ბატონი მამუკა და მისი გუნდი არიან

ექთნები და ექიმები თუ მომენატრებოდნენ, ასი წელი ვერ ვიფიქრებდი😁 მაგრამ, გულწრფელად, ჟორდანიაში მომდევნო ვიზიტამდე ერთი სული მაქვს ხოლმე უკეთეს გარემოს იმ რთული პერიოდის გადასალახად, რასაც მშობიარობა ჰქვია, ვერც ვისურვებდი🙌

მ ა დ ლ ო ბ ა @zhordania_medical_center ახლა უკვე რაჭიდან, სადაც დათუნია ჯანმრთელად და ბედნიერად დასახლდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები