ავსტრალიის ერთ-ერთ აეროპორტში ბარგის აღების ზონაში კრიმინალური კლანის წევრებს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო 9news-მა გაავრცელა.
ვიდეოში დაფიქსირებულია მომენტი, როცა ბარგის მოლოდინში მდგომი მამაკაცი ხალხის მასაში ერთ-ერთ მგზავრს ამჩნევს და მაშინვე დასარტყმელად იწევს. ტურისტებმა ერთმანეთს მუშტები დაუშინეს, კონფლიქტის თვითმხილველები კი მოვლენათა ეპიცენტრს სასწრაფოდ ტოვებენ.
საქმის გარჩევაში ორივე მხარეს მალევე თითო-თითო კაცი დაემატა – მოჩხუბრები წყვილებად დაიყვნენ და ერთმანეთის ცემა გააგრძელეს. გარკვეული დროის შემდეგ ტურისტები აეროპორტის პოლიციამ გააშველა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხუბი მოაწყვეს მაფიოზური ბანდის წევრებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთმანეთს მტრობენ.