საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და 23:25 დამარცხდა.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 2-წლიანი პაუზის შემდეგ ტრიბუნებზე გამოჩნდა.
მორაგბეები ყოფილ კაპიტანს მოედნიდან მიესალმენ, მაყურებელი კი ოვაციით შეხვდა.
„დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, მაგრად მენატრებით, რა“ – მიმართა მერაბმა გულშემატკივრებს.
აღნიშნული მომენტის ამსახველი ვიდეო მერაბ შარიქაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა.
„ჩვენი კაპიტანი“, „ძალიან გაფასებთ“, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.
ვიდეო: მარიამ კიკნაძე.
