LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამა, მაპატიე, რომ ახლა გაიგებ…“ ცისანა სეფიაშვილი „იმედზე“ იხსენებს, როგორ გაექცა პატრულს ნასვამი

128
ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები

„სხვა რაკურსში“ ცისანა სეფიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ გაექცა წლების წინ პატრულს ნასვამ მდგომარეობაში და მამას, ჯემალ სეფიაშვილს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ეს ამბავი მას არ გააგებინა:

„კიდევ მინდა მოვყვე ის, რასაც პირველად ვყვები. მამა, მაპატიე. ჩემს ორ მეგობართან ერთად წლების წინ ვიყავი კლუბში,გვიან ღამით გამოვედით. არ მიყვარს ბევრი სასმელი, გამოსვლის წინ კოქტეილი მოვწრუპე, ალბათ, მწყუროდა. ვარაზისხევში მეძახის პატრული, გააჩერეო. რატომ გადავწყვიტე, რომ გავქცეოდი პატრულს, არ ვიცი. ვარაზისხევიდან ფალიაშვილით გადავედი, მერე შროშით. პატრული ვერ დამეწია და სხვა ეკიპაჟს სთხოვა დახმარება და ჩამკეტეს… ჩაბერეთო… გეხვეწებით, არ ჩამაბერინოთ-მეთქი. მოკლედ, ჩამომართვეს მართვის უფლება ექვსი თვით. სამი თვე ვიყავი ცუდ დღეში და ერთ დღეს სადღაც მივდიოდით მე და ჯემალი, მთხოვა, საჭესთან დავმჯდარიყავი. მე რომ ეს გამეკეთებინა, პატრულს გავეჩერებინეთ და ჯემალს გაეგო, რომ მის შვილს, რაღაცნაირ პრინცესას, ნასვამს გაქცევის გამო ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება… მართლა პირველი შემთხვევა იყო, არ არსებობს, რომ მე ერთი წვეთი დავლიო, როდესაც საჭესთან ვჯდები. ეს ისეთი სირცხვილი იყო, მამა ბოდიში, ახლა უნდა გაიგო ეს ამბავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g