„ღამის პრაიმ ტაიმის“ შემდეგ გადაცემაში, რომელიც ეთერში 31 იანვარს გავა, ვნახავთ ხილულ სასწაულებს და მოვისმენთ ამბებს, რომლებიც აქამდე არ გვსმენია.
გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს მამა სოკრატეს სულიერი შვილი, რომელმაც მის შესახებ ორი ფილმი გადაიღო. თინა ჭაბუკიანს აქვს უნიკალური კადრები, სადაც მამა სოკრატე კვეთებულის ლოცვებს კითხულობს.
გარდა ამისა, „ღამის პრაიმ ტაიმი“ ექსკლუზიურ სიუჟეტებსაც გვთავაზობს ხორცად ქცეული პურის, უშვილოთა მკურნალი ხატისა და მთაზე გამოსახული ჯვრის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ქართულ სოფელში დაინახეს.
