LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, მაგრამ „ვალენსია“ მაინც დამარცხდა – რა კადრებს აზიარებს ქართველი მეკარის მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი

579
გიორგი მამარდაშვილი

ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა.

„ვალენსიამ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-14 წუთზე დიეგო ლოპესის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. „სელტამ“ თამაში მალე შემოატრიალა – 23-ე წუთზე ოსკარ მინგეზამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში მისი გადაცემით ვიგოელები იაგო ასპასმა დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს (45+5 წუთზე) „სელტას“ მესამე ბურთის გატანაც შეეძლო, ხოლო ასპასს – დუბლის შესრულება – „ვალენსიის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ საფრთხე 56-ე წუთზეც აარიდა, მაგრამ ოთხ წუთში ფრან ბელტრანის ზუსტ და შესანიშნავ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა – „ვალენსია“ 1:3 დამარცხდა, ორი ტურის შემდეგ ჯერ ქულა არ აქვს და ბოლო ადგილზეა.

მამარდაშვილის მოგერიებული პენალტის კადრებს მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები