LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მანუ მურღულიამ დაბადების დღე აუზში ჩახტომით აღნიშნა – ტორტის ჩაქრობა, ირმა სოხაძესთან ერთად სიმღერა და 2 ულამაზესი კაბა

3131
მანუ მურღულია

„ნიკოს ბენდის“ წევრი, მანუ მურღულია 10 ივლისს იუბილარი იყო.

მან დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აუზთან მდებარე ერთ-ერთ ლამაზ ლოკაციაზე აღნიშნა.

იუბილარმა საღამოს განმავლობაში კაბა გამოიცვალა – ჯერ სტუმრების წინაშე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და თეთრი ბუმბულებით გაფორმებული სამოსით წარდგა, შემდეგ კი დაბალძირიან ფეხსაცმელსა და შედარებით მოკლე ტანზე მომდგარ კაბაზე გადაინაცვლა.

მანუმ ტორტზე სანთლები აუზთან ჩააქრო, შემდეგ კი აუზში ტანსაცმლიანად გადაეშვა.

მანუს დაბადების დღეს ესწრებოდა მომღერალი და ტელესახე ირმა სოხაძე, რომელმაც მანუსთან ერთად თავისი ცნობილი ჰიტი შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები