LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში. ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი და შეგიძლიათ წახვიდეთო“ – რა კადრებს გვიზიარებს „დანტესი“

951
2025-03-24_02-03-26_037621

16 წლის მა­რი­ამ კოხ­რე­ი­ძეს, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და მის შესახებ ახალ ამბებს კლინიკიდან ყოველდღიურად ელოდებიან.

როგორც „დანტესი“ სოციალურ ქსელში წერს, მარიამი კლინიკიდან უკვე გაეწერა და ამჟამად სასტუმროში იმყოფებიან, სადაც რამდენიმე დღე დარჩებიან.

როგორც ირკვევა, მარიამს რამდენიმე დღე ნემსების გაკეთება მოუწევს, რისთვისაც კლინიკაში უნდა მივიდეს.

„მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში.
ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი
და შეგიძლიათ წახვიდეთო“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ მარიამს თურქმა ექიმმა, ოპერაცია სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

„სიყვარულს რომ სახელი ერქვას, მედეა ერქმეოდა“ – მარიამ კოხრეიძეს კლინიკაში მედეა ექთანი ესტუმრა

ვიდეო: საოცარი ამბავი – თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g