ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
მარიტას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.
პარაკლისი გოგონას საფლავზე ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ აღავლინა.
მარიტა მეფარიშვილი 2022 წელს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.