LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მათი დაჭერა კი არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა ენახათ, იმუნიტეტი სადაც არ იცავთ და სხვა სამართალია, როგორ ექცევა მას სამართლიანი სასამართლო, პოლიცია…“ – 3 დეპუტატის და ერთი მოქალაქის ჩხუბი და პატიმრობა აბუ-დაბიში | ლაშა გაბიტაშვილის ინტერვიუ „რადიო თავისუფლებასთან“

182
ლაშა გაბიტაშვილი

12 იანვარს, აბუ-დაბიში, სასტუმრო „რედისონში“ ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ქართული ოცნების წევრები, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და გიორგი ამილახვარი.

12 და 13 იანვარს ვირუსულად გავრცელდა მათი შეხვედრისას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები ფეისბუკზე – მოქალაქე, რომელმაც სცადა კითხვები დაესვა დეპუტატ ზარქუასთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის წინა ღამეს ბათუმში ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ, რამდენიმე დეპუტატმა მეორე დილას საუზმეზე სცემა.

რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ჰყვება თავის წინა ბრძოლაზეც სახელმწიფოსთან, იხსენებს მომხდარს და ხსნის თავის მოტივაციას, რატომ გაუჩნდა ქოლდფლეის კონცერტზე ჩასულს დეპუტატებთან გასაუბრების სურვილი.

„სამი ადამიანის იდენტიფიცირება გავაკეთე. ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. ჩხუბის შემდეგ პოლიცია მე გამოვიძახე. მათი დაჭერა კი არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა ენახათ, იმუნიტეტი სადაც არ იცავთ და სხვა სამართალია, როგორ ექცევა მას სამართლიანი სასამართლო, პოლიცია…“, – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g