LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის… შვილის აყვანა მინდოდა, მაგრამ ჩემი და გარდაიცვალა და მისი შვილი გავზარდე“ – ნანული სარაჯიშვილი

462
ნანული სარაჯიშვილი

მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები • Nikoloz’s questions“ სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან და მტკივნეულ მომენტებზე გულწრფელად ისაუბრა.

„90-იან წლებს დაემთხვა ცუდი ამბავი… ჩემს დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი. თავიდან მე გავიგე, შემდეგ დედას ვუთხარი, თუმცა თვითონ არ იცოდა. მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის. მაშინ სხვანაირი მკურნალობა იყო… ქიმიამ მოკლა ჩემი და. რომ გაუკეთეს ცუდად გახდა…

დარჩა 9 წლის ბიჭი, რომელიც მე გავზარდე. ახლა 2 შვილიშვილი მყავს.

სანამ მამამ გარდაიცვლებოდა მანამდე ცუდი სიზმარი ვნახე ჭერი ჩამოინგრა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა მამაც და ჩემი დაც.

სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა მინდოდა, რომ აფხაზეთიდან დევნილი, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ამეყვანა, თუმცა შემდეგ ამ ბავშვებს მშობლები გამოუჩნდნენ.

მერე მალე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემის დისშვილისთვის დედა გავხდი“, – აცხადებს ნანული სარაჯიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g