LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მე-60 დღეა სრულ ალყაში ვართ…გვყავს დაჭრილები, მოკლულები – ბომბებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალინ რთულია…ეს ბოლო ამოსუნთქვაა: მარიუპოლის მცველი

1641
სერგეი ვოლინა

„მე-60 დღეა სრულ ალყაში ვართ…გვყავს დაჭრილები, მოკლულები – ბომბებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია…ეს ბოლო ამოსუნთქვაა“, – ამის შესახებ 36-ე საზღვაო ქვეითთა მეთაური, სერგეი ვოლინა დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოსთან საუბრისას აცხადებს.

“აზოვსტალის” თავშესაფრიდან ვიდეოკადრები ვრცელდება: რას ითხოვენ ბავშვები და ქალები

„მეომრები გადიოდნენ ღამღამობით და აგროვებდნენ პამპერსებს ახალშობილებისთვის“ – „აზოვსტალის“ დირექტორი ემოციურ მომენტებს იხსენებს

მისივე თქმით, რთული ვითარებაა საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მხრივ.

სერგეი ვოლინა მსოფლიო დიპლომატიას სთხოვს, დაეხმარონ, რათა მარიუპოლის საკითხი პოლიტიკური გზით გადაწყდეს.

რუსებმა კი საარტილერიო ჭურვებზე დააწერეს “Христос воскрес” და იმის მეშვეობით ბომბავენ “აზოვსტალს: კონსტანტინე გამსახურდია

რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმს გეგმავენ: ალექსეი არესტოვიჩი ​

„მე-60 დღეა რაც სრულ ალყაში ვართ, გრძელდება საჰაერო და საარტილერიო დარტყმები, გვაქვს დანაკარგები, სიტუაცია კრიტიკულია, გვყავს დაჭრილები, მოკლულები, ვკარგავთ ხალხს. შეიარაღების, საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მხრივაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. შტურმი არ შეწყვეტილა და გრძელდება. ასობით სამოქალაქო პირია აზოვსტალში. ბომბებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალიან რთულია, ამას როგორღაც ვაკეთებთ და გვაქვს გარკვეული წარმატებებიც, მაგრამ ეს ხდება ადამიანური მსხვერპლის ფასად, ეს ბოლო ამოსუნთქვაა, აგონიასავით გესმით?! არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა, მაგალითად ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდე. ვთხოვ მსოფლიო დიპლომატიას, მსოფლიო ლიდერებს დაგვეხმარონ რომ მარიუპოლის საკითხი პოლიტიკური გზით გადაწყდეს“, – ამბობს სერგეი ვოლინა.