პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მესამე მოსმენით, მხარი გუშინ დაუჭირა.
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები 2 სასესიო დღის განმავლობაში განიხილა და საბოლოოდ დაამტკიცა
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
გუშინვე პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცებასთან დაკავშირებით კითხვა, მმართველი გუნდის დეპუტატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაუსვეს.
„მე კითხვა არ ვიცი“, – ასე უპასუხა ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
„მე კითხვა არ ვიცი“ — ხინჩეგაშვილი რეპრესიულ კანონებზე„მე კითხვა არ ვიცი“ — ასე პასუხობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით,
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2025