LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მერგო ქალიშვილი ბუნტისთავი… უმცროს ვაჟთან ძალიან თბილი ურთიერთობები მაქვს, ხშირად ერთად ვმოგზაურობთ“ – როგორი ურთიერთობა აქვს გიორგი მოსიძეს შვილებთან

616
გიორგი მოსიძე

ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ წამყვანი, გიორგი მოსიძე პოდკასტის – „მამების დრო“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

ვიდეო: გიორგი მოსიძე: „90-იანებში განათლებას კეთილდღეობა არ მოჰქონდა… კეთილდღეობა მოჰქონდა ქუჩაში იარაღით სირბილს…“

გიორგი მოსიძემ პოდკასტში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და ასევე უპასუხა შეკითხვას – თუ როგორი მამაა ის.

„ამ კითხვაზე ჩემი შვილები სხვადასხვანაირად გიპასუხებენ, იმიტომ, რომ სამი შვილიდან არის ისეთი, ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ, არის შვილი, რომელთანაც მუდმივ კონტრასტში ვარ და არის შვილი, რომელთანაც განყენებულად ვარ, ანუ ცივ ურთიერთობას ვერ დავარქმევ, მაგრამ ასე ვთქვათ, დისტანციური ურთიერთობები გვაქვს. შვილებთან ურთიერთობების სამივე ვარიანტი გამაჩნია.

სანამ შვილები მეყოლებოდა, ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. ახლა ასე გამოვიდა, რომ ყველაზე კონტრა ურთიერთობა ქალიშვილთან მაქვს, არადა მამები ქალიშვილებთან, პირიქით, ახლოს არიან ხოლმე.

მე მერგო ქალიშვილი ბუნტისთავი, რევოლუციონერი, რომელიც მუდმივ ბრძოლაშია სამყაროსთან და სამყაროს ეშმაკისეულობას მე განვასახიერებ – რასაკვირველია, ვხუმრობ. ბავშვიც აღარ ეთქმის, 21 წლის არის.

უმცროს ვაჟთან, რომელიც 14 წლის არის, პირიქით, ძალიან ახლო, თბილი ურთიერთობები მაქვს, ვიკვეთებით ინტერესებში, ფასეულობებში, ერთ სხეულს წარმოვადგენთ და ხშირად ერთად ვმოგზაურობთ, ჩემსავით ფეხბურთის მოყვარული კაცია. ასევე მყავს უფროსი, 22 წლის ვაჟი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა, საკუთარი ცხოვრების გზას ადგას და არ იზიარებს ჩემს ინტერესებს – არც ფეხბურთი უყვარს, არც „რა? სად? როდის?“. პატარა ვაჟი, პირიქით, ელოდება, როდის გავიზრდები, რომ ვითამაშოო. თუმცა, ეს არის ცხოვრება, ცხოვრების მრავალსახეობა, რომელშიც ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა“, – აღნიშნავს გიორგი მოსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g