LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე უნდა დავმდგარიყავი მის გვერდით, საზოგადოება ამას არასდროს არ მიიღებდა… ზოგმა მიიღო, ზოგმა ვერ მიიღო, ზოგმა დასცინა“ – კესარია აბრამიძის დედა

657
კესარია აბრამიძე

დღეს, 21 იანვარს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ახალ ეპიზოდში მაყურებელი კესარია აბრამიძის დედასთან ინტერვიუს მოისმენს. ეს მედიასთან მისი პირველი ინტერვიუა შვილის გარდაცვალების შემდეგ.

ვიდეო: „ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე… ველოდები წუთებს…“ – კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ შვილის მკვლელობის შემდეგ

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება გადაცემიდან მცირე ფრაგმენტი, რომელშიც კესარია აბრამიძის დედა იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც კესარიამ პირველად ისაუბრა მის გენდერულ იდენტობაზე.

„მე უნდა დავმდგარიყავი მის გვერდით, საზოგადოება ამას არასდროს არ მიიღებდა, ეს ხომ საქართველოა და ამიტომ“, – აღნიშნავს კესარია აბრამიძის დედა.

შეკითხვაზე, „მიიღო თუ არა ოჯახის ყველა სხვა წევრმა ეს ამბავი ასე“ – კესარია აბრამიძის დედა ამბობს:

„არა არ მიიღო, მაგრამ, როგორც ასეთი, თანდათან ვეჩვევით ყველაფერს, ოჯახის წევრიც და ყველა.

ძალიან ძნელი იყო… ძალიან მაგრად იბრძოლა, ყველაფერი ისე გააკეთა, რომ… ზოგმა მიიღო, ზოგმა ვერ მიიღო, ზოგმა დასცინა, მაგრამ საბოლოოდ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდა“, – აღნიშნავს ის.

ვიდეო: „დედამისმა ტელევიზიით რაღაც თქვა…“ – ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბექა ჯაიანის ოჯახს კესარია აბრამიძის დედასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g