LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე უშვილო ქალი ვარ… ძალიან ცუდი რაღაც არის ცხოვრებაში, როდესაც შვილი არ გყავს… შენს პიროვნებას ვერავისში ვერ ახორციელებ…“ –  რას ნანობს ყველაზე მეტად ცხოვრებაში ჟურნალისტი ბელა წვერაძე

375
ბელა წვერაძე

ჟურნალისტი ბელა წვერაძე რომელმაც წიგნი 85 წლის ასაკში პირველად გამოსცა პოდკასტს „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმრობდა, სადაც თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ ისაუბრა. 

ბელა წვერაძემ უპასუხა კითხვას, „რას ნანობს ყველაზე მეტად ცხოვრებაში“.

„ძალიან ბევრ რამეს ვნანობ… ვნანობ იმას, რომ მე უშვილო ქალი ვარ. ეს ძალიან ცუდი რაღაც არის ცხოვრებაში, როდესაც შვილი არ გყავს… როდესაც შენს ნალოლიავებ წიგნს თუ სხვა რამეს შენს მემკვიდრეს ვერ დაუტოვებ… შენს ანდერძს, თუ შენს განცდებს, შენს პიროვნებას ვერავისში ვერ ახორციელებ… შენს სისხლსა და ხორცში. ეს ძალიან ცუდი იქნება…

მე არა ვარ ისეთი ქალი, რომ ტრაგედიები შევქმნა რაღაცებისგან… არა! ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ძალიან მიყვარს ადამიანები. 

როდესაც შვილი არ გაგვიჩნდა, ჩემმა დედამთილმა მითხრა, „ნუ დარდობთ შვილო, ვისაც ხელს მოჰკიდებთ, ვისაც გაზრდით, ყველა თქვენი შვილიაო… ეს ისე მტკივნეულად ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს რაღაც ფობიები სჭირს და არც მე ვიყავი დაზღვეული ამისგან… ცოტა უცნაური ავადმყოფობა მჭირდა და სულ მეჩვენებოდა, მე რომ ამეყვანა ბავშვი, ის ერთხელ დაობლებული ჩემს ხელში მეორედ დაობლდებოდა… ეს მე ვერ შევძელი… მეგონა, რომ ვერ ვიცოცხლებდი. ავადმყოფობა მქონდა, რომელიც მერე დამიდგინეს, წამალიც გამოვიდა და დღეს ცოცხალი ვარ, 85 წლის ქალი ვარ და მაშინ 70-იან წლებში დამიდგინეს დიაგნოზი „ხმელთაშუა ზღვის ციებ-ცხელებას“ ეძახიან…“, – აცხადებს ბელა წვერაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g