LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მენატრება ის ურთიერთობები, რაც იყო ხალხში.. ის დრო მენატრება, როდესაც მიჭირდა“ – იმედა კახიანი

1503
site_715X400 (18)

მსახიობი იმედა კახიანი „ჩვენი ოჯახის“ სტუმარი იყო. იმედა კახიანი ამბობს, რომ მისი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ძველი ურთიერთობები ენატრება, რაც თბილისელებში იყო.

„ხშირად მეკითხებიან, ჩემი ცხოვრების რომელი პერიოდი მახსენდება ყველაზე კარგად. ვამბობ, ის დრო მენატრება, როდესაც მიჭირდა, ის პერიოდი იყო ყველაზე კარგი –  მეთქი.

გაჭირვებული პერიოდი როგორ უნდა მოგენატროს, მაგრამ მე მენატრება. მენატრება ის ურთიერთობები, რაც იყო ხალხში. პურის რიგში იდგნენ ადამიანები საათობით, მაგრამ მაინც ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

დედაჩემი მასწავლებელი იყო. სოფელში ინახავდა ოჯახს. ხელფასით ავადმყოფ ქმარს უვლიდა და ორ ბავშვს ზრდიდა და ამავე ხელფასიდან თბილისში ფულს მიგზავნიდა. უფრო სწორედ, ჩემს მეზობლად მცხოვრებ ვერა ალექსანდროვნას უგზავნიდა, რომელიც დღეში ერთხელ საჭმელს მაჭმევდა… ის დრო მენატრება“. – ამბობს იმედა კახიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g