მერაბ სეფაშვილი თავისი ბავშვობის ამბებს „დილა ფორმულასთან“ იხსენებს:
„მე-6 კლასიდან უკვე დავიწყე მუსიკასთან შეხება. 15 წლის ვიყავი, როცა ჩემი კლასელები მოვიდნენ ჩემს კონცერტზე, სკოლაში ვსწავლობდი, როცა სახელმწიფო ორკესტრში ამიყვანეს. ეს იყო შოკი, ამხელა მუსიკოსებთან ერთად გამოვდიოდი 15 წლის ასაკში. ამ ყველაფერთან ახლოს ვიყავი, რადგან ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ, ვიცოდი საკულისო ცხოვრება, გასტროლი, დავყვებოდი, მიჩვეული ვიყავი და მომწონდა, მაგრამ არასდროს გამომითქვამს სურვილი… არც მონაცემი დაუნახავს ვინმეს ჩემი, ან დაკვრა, ან სიმღერა. შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ მემღერა ან ინსტრუმენტზე დამეკრა. ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი…“
ვიდეო: „თეთრი რაში” – მერაბ სეფაშვილისა და ანრი ჯოხაძის საოცარი შესრულება