LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Mercedes-Benz მაიამიში მდიდრულ ცათამბჯენს ააშენებს

122
mercedes

კომპანია Mercedes-Benz მაიამიში საფირმო ცათამბჯენს ააგებს. საცხოვრებელი კომპლექსი Mercedes-Benz Places 67 სართულის სიმაღლის იქნება, 800 კერძო რეზიდენციას მოიცავს და 200 ათასი კვადრატული მეტრიც საოფისე ფართი იქნება.

იქვე გაშენდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, იქნება ეს მაღაზიები, პარკინგი, პარკები თუ გამაჯანსაღებელი ცენტრი. მშენებლობა უკვე დაიწყო და სახლი 2027 წლისთვის ჩაბარდება.

აპარტამენტების ფასი 550 ათასი დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე იქნება.

და ბოლოს, Mercedes აპირებს, რომ თავის ცათამბჯენში ადგილი გამოყოს სასტუმრო კომპლექსისთვისაც, სადაც 174 ნომერი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები