LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს! ცოლ-შვილი ყველანაირად ხელს მიწყობს” – გიორგი შერმადინი

247
BeFunky-collage - 2023-03-06T001917.399

კალათბურთელი გიორგი შერმადინი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარია, სადაც ოჯახისა და შვილების შესახებ საუბრობს.

როგორც გიორგი აღნიშნავს, მისი დღევანდელი კარიერული წინსვლა, მეუღლის დიდი დამსახურებაა.

„ანი თბილისში გავიცანი. დავით ტატიშვილის კლინიკის 10 წლის იუბილე იყო. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, მიმოწერა, შეხვედრები. მეორე წელს უკვე ჯვარი დავიწერეთ. დღესაც ისევ ისე მიყვარს, როგორც თავიდან. მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს! ცოლ-შვილი ყველანაირად ხელს მიწყობს”, – ამბობს გიორგი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ისლანდიასთან დაძაბული თამაშის შემდეგ ორი ქულით წავაგეთ, მაგრამ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა მსოფლიოზე გასასვლელად.

როგორ გულშემატკივრობდა ისტორიულ თამაშზე ესპანეთიდან ოჯახი გიორგი შერმადინს: „რაც მოედანზე ხდებოდა, ის ხდებოდა ჩვენს სახლშიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g