LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეზობლებივით გადაკოცნეს ერთმანეთი“ – „ბენიფერის“ მორიგი შეხვედრის ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

667
page

ჯეი ლო და ბენი, ურთიერთობაში გარკვეული პრობლემების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ გადაიღეს ერთად. ამჯერად წყვილი ოჯახურ შეკრებაზე მიემართებოდა, რათა ბენისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ვაჟის, სემუელის საკალათბურთო მატჩზე წასულიყვნენ. ბენს თან დედაც ახლდა.

პაპარაცებმა მოახერხეს და „ბენიფერის“ შეხვედრა დააფიქსირეს. ისინი ერთმანეთს თითქოს ოფიციალურად შეხვდნენ.

ინტერნეტსივრცეში მათ ფოტოებსა და ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„უცხოებივით გადაკოცნეს ერთმანეთი“, „გაუცხოებულები არიან“,„მეზობლებივით გადაკოცნეს ერთმანეთი“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, წყვილის ერთად გამოჩენამდე, ბენი სანტა-მონიკაში ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად გადაიღეს. ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის ერთობლივ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„სანამ არ გაწყდება კავშირი ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს შორის, ჯეი ლოსთან ურთიერთობა ვერ დალაგდება“ – ექს-წყვილის ჰარმონია სანტა-მონიკას ქუჩებში

„ბენიფერის“ დაბრუნება – ჯეი ლო მეუღლესთან და დედამთილთან ერთად უხასიათო გამომეტყველებით გამოჩნდა

„ჯენიფერები შიშობენ, რომ ბენი ისევ გალოთდება“ – როგორ ეხმარება ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკს ჯეი ლოსთან 2 წლიანი ქორწინების გადარჩენაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები