LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი“ – ბუკა თოლორდავას დამოუკიდებელი სამსახიობო გზა

3029
თოლორაია

კოტე თოლორდავას და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი, ბუკა, მშობლების მსგავსად, თავადაც მსახიობია და სერიალში „ცვალებადი ნიშნები“ თამაშობს.

ის „იმედზე“ ნინია ზვიადაძის რუბრიკაში საუბრობს, რომ პროფესიული კუთხით დედისგან ბევრი რამ ისწავლა:

„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი, ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ, დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“

ბუკა თოლორდავა ნინია ზვიადაძის რუბრიკაში #სტუმრად_ყავაზე

🗨️ „დამოუკიდებლად წარიმართა ჩემი პროფესიული გზა რუსთაველის თეატრშიც და სერიალშიც. თუმცა ძალიან ბევრი რამე ვისწავლე დედასგან.“ ☕ ახალი თაობის ნიჭიერი მსახიობი, ბუკა თოლორდავა, ნინია ზვიადაძის რუბრიკაში #სტუმრად_ყავაზე 📝#ნინია_ზვიადაძე

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on Monday, April 22, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g