კორპორაციული წვეულებისთვის შექმნილმა გრანდიოზულმა ტორტმა, რომელიც საკონდიტრო ბრენდმა „ასორტმა“ წარმოადგინა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
ტორტის კომპოზიცია მრავალფეროვანი ფორმისა და დიზაინის მინი-ტორტებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთ მთლიან კონცეფციაში იყო გაერთიანებული. ორიგინალურმა გადაწყვეტამ და დეტალებზე ზრუნვამ დესერტი ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ აქცენტად აქცია.
ნამუშევარმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელშიც: „გრანდიოზული და ულამაზესი“, „საოცრებაა“, „ყოველთვის განსხვავებული, დიდებული, ულამაზესი“.
