მიხეილ ცაგარელი ესტუმრა „პოსტალიონს“ ესტუმრა და ისაუბრა, როგორი იქნება თებერვლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი.
„ვენერა, სიყვარულის მთავარი მმართველი პლანეტა, 4 თებერვლამდე, იმყოფება თევზების ზოდიაქოში, ეს ნიშნავს იმას, რომ სასიყვარულო ურთიერთობები არის ემოციური, პოეტური, ცრემლიანი, შემოქმედებითი და არტისტული. 4 რიცხვის მერე რადიკალურად იცვლება ყველაფერი. 4 თებერვლამდე ილუზიების ალბათობა მაღალია. 4-ის მერე იწყება გამოფხიზლება, ვენერა გადავა ვერძის ზოდიაქოში, ის უფრო სხვანაირია სიყვარულში, უფრო რეალისტია, მოიმატებს ვნება. ადამიანები პირად ურთიერთობებში იქნებიან უფრო აქტიურები. მანდილოსნებს უნდათ, დაინახონ ძლიერი, მებრძოლი, უშიშარი მამაკაცები, ტემპი, ენერგია, განსაკუთრებული აქტიური ფაქტორები წამოიწევს და რომანტიზმი უკანა პლანზე გადავა…
4 თებერვლიდან ვერძებს ეწყებათ ერთ-ერთი ყველაზე სასიყვარულო პერიოდი. კუროს თუ ვინმე მოეწონება, ხმა არ ამოიღოთ ამის შესახებ, საიდუმლოდ უნდა მიმდინარეობდეს თქვენი პირადი ურთიერთობა, ტყუპები ახლა არნახულად შარმიანები და მიმზიდველები არიან და სასიყვარულო პარტნიორი ამ პერიოდში შეიძლება გაიცნონ ინტერნეტით…“