პიანისტი სანდრო გეგეჭკორი გადაცემა „იმედის დღეს“ სტუმრობდა.
სანდრომ ლეგენდარული სიმღერა „შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე“ საოცრად დაუკრა.
პიანისტმა თავის გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 12 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სოლო კონცერტს გამართავს.
„მინდოდა რომ წლის პირველი სოლო კონცერტი საქართველოში დამეწყო..
ამ პროგრამის დასრულების შემდეგ იქნება ერთი ძალიან საინტერესო ნომერი, ერთ ბრწყინვალე მუსიკოსთან ერთად, რომლის სახელს და გვარსაც არ დავასახელებ,“ – ამბობს გეგეჭკორი.
ვიდეო: ორი ქართველი პიანისტის გამოსვლა ნიუ იორკში: „კიდევ ერთი ბედნიერი საღამო…“