LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიუხედავად დიდი გრძნობისა, რომ იხრჩობი და კვდები, იყო ჭიდაობა…“ – როგორ შერიგდნენ შვიდწლიანი განშორების შემდეგ ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე

1224
ნატა მურვანიძე და ნიკა ტავაძე

მსახიობი ნატა მურვანიძე ვიკა ბუკიას პოდკასტში „ვიკასთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გაშორდნენ ის და მისი მეუღლე, ასევე მსახიობი, ნიკა თავაძე და შემდეგ, ისევ როგორ დაუბრუნდნენ ერთმანეთს. ვიკა ჰყვება ამბავს, როგორ მივიდა ექიმთან მაშინ, როდესაც განქორწინებული იყო და ექიმმა მოუყვანა ნატა მურვანიძის მაგალითი, რომელიც შვიდი წელი განქორწინებული იყო მეუღლესთან და მერე შეურიგდა…

ნატა მურვანიძე:

ძალიან უცნაური რაღაცაა, მონტაჟივითაა, თითქოს ვიღაცამ ამოჭრა ეს ნაწილი და გადააწება. ამ შვიდმა წელმა მეც და ნიკუშასაც ბევრი რამ გადაგვაფასებინა. ის ახალგაზრდული უკომპრომისობა, რომელიც სულ იყო. პატარები ვიყავით, უცებ გაჩნდა დათა, ძალაუფლება იყო თუ რა იყო… ბევრი რამ დაგვაწვა ერთად, ამას ვერ გავუძელით… თავში ქარი გვიქროდა. მერე მოხდა ის, რომ გადავაფასეთ ალბათ, რომ შვიდი წლით ადრე რაც იყო, სწორი არჩევანი იყო. სამი წელი ვიყავით ერთად, მერე დავშორდით 1992 წელს… 1999 წელს შევრიგდით…

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ხშირად არ მაქვს პასუხები და ამას დიდი ფიქრიც არ სჭირდება.

ამ შვიდ წელიწადში არასდროს გამქრალა სიყვარული?

შიგადაშიგ ვრიგდებოდით… დათა იყო ჩვენ შორის და ადამიანური ურთიერთობა. ალბათ, რაღაც პერიოდი მაინც დავხოცავდით ერთმანეთს, რომ არა ეს შვიდი წელიწადი. მიუხედავად დიდი გრძნობისა, რომ იხრჩობი და კვდები, იყო ჭიდაობა და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ასაკისაა…

ხანგრძლივი ურთიერთობისთვის სიყვარული საკმარისია?

არა. უსიყვარულოდ ძალიან პრაგმატულად შეიძლება ხანგრძლივი ურთიერთობა, აღებ-მიცემის პრინციპით, ბუღალტერია მუშაობს ამ დროს და ბევრი გაგვიგია. გრძნობას მოჰყვება დიდი წყენებიც, რადგან ყველაფერი ჰიპერ არის და გაზრდილია. სიყვარულს შრომა უნდა, რომ შეინარჩუნო, ყოველდღიური. ასევე ანგარიშის გაწევა ერთმანეთისთვის. ხან შენ მისდევ და ხან ის მოგსდევს. ზედმეტმა სიყვარულმა შეიძლება დაანგრიოს ურთიერთობა, სანამ არ მიხვდები, რომ სიყვარული გარკვეულწილად ეფუძნება კომპრომისებს, უდიდეს ნდობას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g