LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მივედი იმისთვის, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხა“ – სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ ულიცენზიოდ ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლია

2480
2024-06-23_23-23-46_615333

„პრაიმ ჰაუსის” მონაწილე, სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლია.

მომხდართან დაკავშირებით სიუჟეტი „კურიერი P.S.-მა” მოამზადა.

მისი თქმით, ოპერაციიდან მალევე მას ნაკერები გაეხსნა და მდგომარეობა გართულდა. საჭირო გახდა განმეორებითი ჩარევა, თუმცა მდგომარეობა მეტად გართულდა.

პლასტიკური ქირურგი, რომელსაც საკუთარი სილამაზე ანდო, ზურაბ კეკელიაა. ექიმი ოპერაციის შემდგომ გართულებას არ უარყოფს, თუმცა, საბოლოო შედეგით კმაყოფილია.

საგულისხმოა, რომ მედიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ექიმი ზურაბ კეკელია არ ფლობს შესაბამის სერტიფიკატს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით.

„პირველად ვსაუბრობ ასე ღიად, მივედი იმისთვის, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხა. როგორ აღვწერო ჩემი მდგომარეობა – ფაქტობრივად, 5 თვე კომაში ვიყავი და გამოვედი. გამოვიდა, რომ მეორე ოპერაცია ტყუილად გავიკეთე, ისევ გამეხსნა ეს ნაკერები.

ასე მოკლე პერიოდში ორჯერ ნარკოზი, ფსიქოლოგიურად განადგურებული, იმუნიტეტი დამიქვეითდა. ამდენი ანტიბიოტიკი, მერე ანტიდეპრესანტები. ეს იყო ექსპერიმენტი – სხვადასხვა ხერხი ვცადეთ, რომ შეგვეხორცებინა, ნახევარი მკერდი მქონდა გახსნილი.

დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვბანაობდი. ლიმფა, სისხლი გამოდიოდა და კიდევ უფრო იხსნებოდა ჭრილობა და ის მეუბნებოდა, რომ ეს ნორმალური იყო“, – ამბობს სალომე კაპანაძე.

სალომე კაპანაძე წარუმატებელი ოპერაციის შესახებ 6 თვის განმავლობაში დუმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად მთხოვდა ეს ამბავი არავისთვის მეთქვა, მომხედავდა და თუ დამჭირდებოდა თანხასაც ამინაზღაურებდა. მოვთხოვე ოპერაციის თანხა. ჩამირიცხა, შემდეგ როდესაც ვისაუბრეთ მორალურ ზარალზე, დამირეკეს პოლიციიდან რომ მიჩიოდა. მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ თავად მაიძულა“, – ამბობს კაპანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ კეკელია ოპერაციის შემდგომ გართულებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მან სხვა ქირურგთან განმეორებითი ოპერაციის საფასური აანაზღაურა, თუმცა, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთანავე, პაციენტს გამოძალვისთვის უჩივლა.

„როდესაც ფოტო გამომიგზავნა და ვნახე, ვუთხარი რომ სამედიცინო სალფეთქი დაედო, რათა ჭრილობა გარე სამყაროსგან გამიჯნული ყოფილიყო. შემდეგ მე მას ოპერაციის და წამლების ფულიც ჩავურიცხე. როდესაც მან კიდევ თანხა მომთხოვა, ჩავთვალე რომ ეს უკვე გამოძალვას ჰგავდა და შევიტანე საჩივარი“,- საუბრობს ზურაბ კეკელია.

„რუსთავი 2-ის” წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამინისტრომ. ახლა უწყებამ უნდა დაადგინოს, რა დარღვევებით აწარმოებდა კეკელია საექიმო საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g