23 ნოემბერს თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ცნობილი მოცეკვავისა და პედაგოგის, ომარ ხურციძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ომარ ხურციძე არის ანსამბლ „სუხიშვილების“ ოქროს თაობის წარმომადგენელი, რომელიც ამ ანსამბლში 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა.
ომარ ხურციძის 80 წლის საიუბილეო საღამოზე, იუბილარი მაყურებლის წინაშე მოცეკვავეებთან ერთად შთამბეჭდავი სოლოთი წარდგა და აუდიტორია კვლავ აღაფრთოვანა.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში კრისტი მამასახლის გვიზიარებს და წერს: „მოცეკვავე არ ბერდება“.
მოცეკვავე და ქორეოგრაფი ომარ ხურციძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი.
ფოტოები სლაიდზე: ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი
