LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს“ – როგორ გამოიყურება მაკა ჩიჩუას გარდერობი

279
BeFunky-collage (6)

ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ რუბრიკაში „სტილი“ ეკა ხოფერიასთან ერთად ქართველი ქალების ჩაცმის სტილზე ისაუბრა. ამავდროულად, ჟურნალისტმა მაკას გარდერობი დაათვალიერა, ყოფილმა პირველმა ლედიმ კი თითოეული კაბის ისტორია გაიხსენა.

„ქართველი ქალები მართლაც ინდივიდუალური სტილით გამოირჩევიან. საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი ამას ერთხმად აღნიშნავდა. ზოგადად, მე მიყვარს თავისუფალი სტილი. ტანსაცმელი უნდა იყოს ჩემზე მორგებული და არა მე ტანსაცმელზე. თუმცა, როდესაც პირველი ლედი ვიყავი, კომპრომისებზე მიწევდა წასვლა, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ვყოფილიყავი შეზღუდული.

ძალიან მიყვარს შავი ფერი, თეთრი, მწვანე. არ მიყვარს იასამნისფერი, ვარდისფერი. მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს. განსაკუთრებულად მომწონს იაპონური სტილი და შემდეგ უკვე ფრანგული, რომელსაც განსაკუთრებული სიკეკლუცე ახლავს თან და ამავდროულად, არ გადადის სიმსუყეში“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g