პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცხოველთა უფლებების დასაცავად პარლამენტთან დაანონსებულ აქციას უერთდება და ყველას მოუწოდებს, 18 ივნისს, 19:00 საათზე შეუერთდნენ აქციას.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის რომ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მოდი, შევიკრიბოთ კვირას, 19 საათზე პარლამენტის წინ,“ — აცხადებს გიორგი გახარია.
ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
ვუერთდები Misha Katchkatchishvili-ს მოწოდებასPosted by გახარია on Friday, June 16, 2023