LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“ – Scorpions-მა საკულტო სიმღერის, Winds of Change ტექსტი შეცვალა

187
page

ლას-ვეგასში, ლეგენდარულმა გერმანულმა როკ-ჯგუფმა, Scorpions კონცერტი გამართა. კოლექტივის წევრებმა კონცერტის მსვლელობისას საკულტო სიმღერის, Winds of Change-ის სიტყვები შეცვალეს და მხარი უკრაინას დაუჭირეს.

„გასეირნება მდინარე მოსკოვის ნაპირებზე გორკის პარკამდე“, ჩანაცვლდა სიტყვებით: „ახლა მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“.

ამ დროს არტისტების უკან გამოჩნდა ეკრანი, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი. კლაუს მაინე კი სცენაზე ამავე ფერებით გაფორმებული გიტარით გამოჩნდა. აღნიშნულ ქმედებას საზოგადოება დიდი ოვაციებით შეხვდა.

ვიდეო: „ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის“ – სტინგი უკრაინას სიმღერას უძღვნის

ვიდეო: მადონა პუტინს ღიად უპირისპირდება და მას ჰიტლერს ადარებს – პოპის დედოფალი რუსეთ-უკრაინის ომს კლიპს უძღვნის

https://www.youtube.com/watch?v=1rWKNfawEiw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები