LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მშობლები დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა, ტყუპები 5 წლისები იყვნენ… უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა,“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

696
ხანძარი

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპები ემსხვერპლნენ, მედიასთან კორპუსის მაცხოვრებლები საუბრობენ.

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

„ჩემთან შემოვარდა 2 ბავშვი, კარი გამიღეო, კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა, ორივე შიგნით შემოვიყვანე და კარი მივხურე, ვერ გაგიშვებ, შენც დაიწვები მეთქი, მეუბნებოდა, ბავშვებს გამოვიყვან შიგნიდანო.

მათ არანაირი დამწვრობა არ ჰქონდათ, ცეცხლი რას გაუჩნდა, არ ვიცით, შუქი არ ჰქონდათ, მგონი გადაუხდელობის გამო გამორთეს“, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი.

„ცეცხლი 01:30 საათზე გაჩნდა, სახანძროში დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა.

ტყუპები 5 წლისები იყვნენ. გადარჩენილები გოგო და ბიჭი არიან – მეხუთე და მეექვსე კლასელები, მშობლები წასულები არიან სადღაც, დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, საცოდავი, თხილზე დადიოდა.

სოციალურ სამსახურს ბავშვები წაყვანილი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა, რადგან შემოსავალი ჰქონდა.

უფროს და-ძმასთან ტოვებდა ხოლმე, გოგო ისეთი ჭკვიანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა“, – თქვა „მთავარ არხთან“ კიდევ ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე

"უფროსი ბავშვები გამოვარდნენ გვიშველეთო… 6 წლის ტყუპები დაიღუპნენ" | მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024

შეგახსენებთ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.

როგორც რადიო „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g