LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნაბეღლავის ახალი რეკლამა ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა გადაიღო

547
nabeglavii

იაპონიის ბაზრისთვის “ნაბეღლავის” ახალი რეკლამა გამოვიდა, რომელიც ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა მიკა ნინაგავამ გადაიღო.

ვიდეოში, სადაც ნაბეღლავის საუკეთესო თვისებებზეა საუბარი და სასმელი ქართულ სილამაზის წყლადაა მოხსენიებული, საქართველოს ხედებიც ჩანს.

რეკლამას “ნაბეღლავის” იაპონური ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, იაპონიისთვის “ნაბეღლავმა” სპეციალური შეფუთვა გამოუშვა. წითელი მზის ქვეყანაში “ნაბეღლავი” ძალიან მოსწონთ და მისი ცნობადობა და გაყიდვებიც მუდმივად იზრდება.

 

სპეციალურ შეფუთვაზე დატანილია ქართული კერძები, ტრადიციული სამოსი და ბუნება, რაც რა თქმა უნდა იაპონიაში საქართველოს ცნობადობასაც ამაღლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g