შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის დედა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში საუბრობს.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაიზარდოს, ვინაიდან მათი თქმით, ლევან გვიმრაძეს თავდაპირველად დაზიანებები დაკავებულის შვილმა მიაყენა.
„გადმომხტარან იქ, მუშები ჰყავდა იმ ბიჭს, ისინიც წამოსულან. არ ვიცი რა გააკეთა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოსულა. ამასაც რა ვიცი, ინსტიქტურად მოვიქნიე თოხიო, 5 ერთზე მოდიოდაო… ნაცემი იყო. 7 დღე ებრძოლა, მე მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა ბავშვი“, – ამბობს გარდაცვლილის დედა, თამარ ქობულაშვილი.