LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულმა ქალმა ბიჭს ჩხუბის დროს თავში ქვა ჩაარტყა… ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა – ბრალდებული დაკავებულია

1098
პოლიცია

შიდა ქართლში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ხანდაზმულმა ქალმა ბიჭს ჩხუბის დროს თავში ქვა ჩაარტყა. ადგილობრივების თქმით, ჩხუბი სარწყავ წყალთან დაკავშირებით მოხდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმების განცხადებით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ყველა საჭირო მკურნალობის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებული დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები