კომპანია BMW-მ მომდევნო თაობის ყველგანმავალის X5-ის თიზერი გამოაქვეყნა. რგოლში მწარმოებელი ავტომობილის გამოცდის პროცესს სხვადასხვა პირობებში აჩვენებს – საერთო სარგებლობის საქალაქო გზებზე, ცივი კლიმატისა და ქვიშიანი ზედაპირის პირობებში.
BMW X5-ის ახალი პროტოტიპები ცდებს შვედური არიეპლუგის ზამთრის პოლიგინზე გადიან. სამხრეთ აფრიკაში ხრეშიან ზედაპირზე შეამოწმეს, ხოლო ქვიშაზე აშშ-ს უდაბნოში ატარეს. გარდა ამისა, ავტომობილები ტროპიკულ კლიმატში, მთებში, უგზოობასა და ჩქაროსნულ გზებზე შეამოწმეს, მათ შორის ნიურბურგრინგის ტრასაზე.
ყველგანმავალი სამოდულო პლატფორმა CLAR-ზეა აწყობილი, რომელიც ბოლო თაობის მეშვიდე სერიის სედანის შემთხვევაშია გამოყენებული. ახალი BMW X5 უფრო მსუბუქი იქნება. მოდელი 462 ცხენის ძალის მქონე ბიტურბო ძრავს მიიღებს, რომლის მოცულობაც 4,4 ლიტრია. ის რვა საფხეურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ასევე, მოდელისთვის გათვალისწინებულია 390 ცხენის ძალიანი ჰიბრიდული ძრავიც, რომელიც ორ ლიტრიანი აგრეგატის ბაზაზე იმუშავებს. ძრავთა ხაზში შედის ექვს ცილინდრიანი ბენზინისა და დიზელის აგრეგატები.