წარმოგიდგენთ კომპანია Gravity Industries-ის მიერ შექმნილ საფრენ კოსტიუმს, რომელიც ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის, GTA-ს ინსპირაციით შეიქმნა.
მოწყობილობა 1500 ცხენის ძალის სიმძლავრეს წარმოქმნის და ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს, თუმცა, ეს სიამოვნება, საკმაოდ ძვირი ღირს. კონკრეტულად ამ კომპანიის მიერ წარმოებული საფრენი კოსტიუმის ფასი £380,000-იდან იწყება, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს უდრის, თუმცა, არსებობს ამ ტექნოლოგიის გატესტვის შედარებით ბიუჯეტური ვარიანტიც – £2,400.