2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე პარიზის დისნეილენდს სტუმრობდა.
მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ, შთამბეჭდავ გასართობ პარკში მიღებულ შთაბეჭდილებებს ანდრია სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„ნამდვილი ზღაპარი“ – წერს ანდრია ფუტკარაძე „ფეისბუკში“ და ვიდეოებს ავრცელებს.
ნამდვილი ზღაპარი ❤️
Posted by ანდრია ფუტკარაძე on ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2024
აღსანიშნავია, რომ ანდრიამ პარიზის დისნეილენდი დედასთან, შორენა აბაშიძესთან ერთად მოინახულა.
ანდრია დედა, შორენა აბაშიძე სამ წელიწადზე მეტია, აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც შორენა აბაშიძე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ანდრიას ცხოვრებაში 24-საათიან რეჟიმშია ჩართული, საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და როცა ანდრიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ცდილობს, ყველა ღონისძიებას დაესწროს.
„უფრო მეტად მჭიდრო კავშირი გვაქვს, რომ ჩამოვდივარ, სულ ერთად ვართ, 24 საათი, ერთად დავდივართ რეპეტიციებზე, გადაღებებზე, ტელევიზიებში“, – უთხრა ანდრია ფუტკარაძის დედამ „ფორტუნას“.
Posted by Shorena Abashidze on ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2024