ქრისტინე იმედაძის დეიდამ, ბიზნესვუმენმა ფუფა გოგლიძემ და ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა, ლევან საყვარელიძემ ქორწილი გადაიხადეს. მათ ჯვარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერეს, დღეს კი, ხელისმოწერის ცერემონია გაიმართა.
ქორწილის შემდეგ დაბადების დღე აღნიშნეს, რადგან 4 ივლისს ფუფას იუბილეა.
ულამაზესმა ქალბატონმა საოცარი ვერცხლისფერი კაბა მოირგო და მეუღლესთან ერთად ტორტზე სანთლებიც ჩააქრო.
წვეულებაზე სიმღერები იმღერეს ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძეს, ეკა მამალაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სტეფანე მღებრიშვილმა და სხვებმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ მოულოდნელად ქსოვრელები გამოჩნდნენ და წვეულებას მხიარულება შემატეს.
სტუმრებს შორის იყვნენ ცნობადი სახეები, მარინა ბერიძე, ია ფარულავა, თეონა ბაღდავაძე, სტეფანე, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, ეკა ხოფერია, მიშა გასიტაშვილი და სხვები.