ნატო მეტონიძე დღეს „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ესტუმრა ნიკოლოზ რაჭველთან ერთად და მისი აკომპანემენტით „ღამის სერენადა“ ექსპრომტად შეასრულა. სიმღერის დასრულების შემდეგ მომღერალს, რომელიც დღეს იუბილარია, ჟურნალისტებმა ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და სიმღერის დასრულების შემდეგ ტორტი და ყვავილები მიართვეს. მილოცვას მისი მეგობრებიც შეუერთდნენ, რომელთა შორის იყვნენ ქეთი გაბისიანი, დათო დოიაშვილი და ლიზა ბაგრატიონი.