მოდელმა და ინფლუენსერმა ნეკა დოროყაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში სოციალური ქსელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:
„გააჩნია, რისთვის ვიყენებთ სოციალურ ქსელს – „ინსტაგრამს“ ვიყენებ პროფესიულად, ვარეკლამებ ბრენდებს, ვთანამშრომლობ კომპანიებთან. სოციალურ ქსელებში დახარჯული ენერგია უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის. სმარტფონები დღეს კარგ ფოტოებს იღებს. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ასახო რეალობა და ესეც უკვე კონტენტია. მომხმარებელს აინტერესებს თუნდაც შენი ყოველდღიურობა. თუ შენ შეგიძლია, რომ შენს მიმდევრებს მისცე რაღაც კუთხით განათლება, განვითარება, დახარჯო ენერგია თუნდაც მათი განვითარებისთვის, ეს უკვე ძალიან კარგია. ძალიან დიდი დრო მიაქვს, მაგრამ არის გარკვეულწილად პრაქტიკულიც. მთავარია, არ დავკარგოთ რეალობა და იმ მომენტით ტკბობა – ზოგჯერ იმდენ სთორის იღებ, რომ ეთიშები იქაურობას, სადაც ხარ, ვერც ვახშამს მიირთმევ, ვერც მეგობრებს ესაუბრები.
