„ფრენა მინდა” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც კომპოზიტორმა ნინო ჩხიკვაძემ შექმნა მანანა სიამაშვილის განსაკუთრებულ ლექსზე, როგორც თავად ავტორი ამბობს, სიმღერის შექმნის ინსპირაცია სწორედ ლექსიდან წამოვიდა.
ნეკა სებისკვერაძემ მუსიკალურ ჟანრს არც ამჯერად უღალატა და ბალადის სტილში შექმნილი სიმღერა, საორკესტრო არანჟირებით შემოგვთავაზა.
სიმღერაზე მუსიკალური ვიდეოს შექმნის სურვილი ფოტოგრაფ გიორგი ცაავას კომპოზიციის მოსმენისას სპონტანურად გაუჩნდა, ვიდეო გადაღებულია იმერეთში, „შატო ვარციხეში“ და დასამახსოვრებელი ლამაზი კადრებით სავსე ესთეტიკის გარდა, მასზე დატანილია სიმღერის ლექსი, რომელიც მთავარ სათქმელს მუსიკით ამბობს.
ნეკა სებისკვერაძე ნინო ჩხიკვაძის კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს, მანამდე კი „ფრენა მინდა” შეგიძლიათ ნახოთ მის „იუთუბ“-არხზე, 10 სექტემბრიდან კი სიმღერა განთავსდება სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმაზე.
ფოტო: გიორგი ცაავა