„ნიჭიერმა“ მრავალი პრიზის მფლობელი პროფესიონალი ავტომრბოლელი, დაჩი თაქთაქიშვილი გაგვაცნო. ის ათი წელია, ავტოსპორტში მოღვაწეობს, აქვს 30 ოქროს მედალი და პროექტში შვილის თხოვნით მივიდა. მან ნომერში მონაწილეობა ჟიურის წევრებს სთხოვა, თუმცა მათ საშიშ ადგილას დგომა არ ისურვეს და ეს მისია წამყვანებს, გიორგი ბახუტაშვილსა და ნუკი კოშკელიშვილს გადაულოცეს. „ნუკი, თვალები დახუჭე“, აფრთხილებდა თიკა ფაცაცია კოლეგას, როდესაც ის, გიორგისთან ერთად, დიდ ბურთში იდგა, ხოლო მათ გარშემო დაჩი თაქთაქიშვილის მანქანა ტრიალებდა, ნომრის ბოლოს კი კარში შედარებით მომცრო ზომის ბურთი შეაგდო. მან ჟიურის წევრებისგან დიდი კომპლიმენტები მიიღო.
ვიდეო: „ნიჭიერში“ ლაზებისგან დაკომპლექტებული ანსამბლი „კავკასიის არწივები“ წარდგა